საქართველოს მთავრობა ესპანეთის ტერიტორიულ მთლიანობას მხარდაჭერას უცხადებს

საქართველოს მთავრობა მტკიცედ უჭერს მხარს ესპანეთის სამეფოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში და კატალონიას განიხილავს ესპანეთის განუყოფელ ნაწილად.
საქართველოს მთავრობა გმობს კატალონიის მიერ დამოუკიდებლობის ცალმხრივად გამოცხადებას და მხარს უჭერს ესპანეთის მთავრობის მიერ განხორციელებულ მცდელობებს აღადგინოს კანონიერება და დაარეგულიროს სიტუაცია ესპანეთის კონსტიტუციის, კანონის უზენაესობისა და ესპანეთის ყველა მოქალაქის უფლებების პატივისცემით.
“საქართველოს მთავრობა დიდად აფასებს ესპანეთის სამეფოსთან, როგორც ჩვენი ქვეყნის მნიშვნელოვან პარტნიორთან, მტკიცე თანამშრომლობას, რომელიც საერთო ღირებულებებსა და ტრადიციულ მეგობრულ ურთიერთკავშირებზეა დაფუძნებული”,- აღნიშნულია მთავრობის ოფიციალურ განცხადებაში.
კატალონიამ გუშინ დამოუკიდბელობა გამოაცხადა. ესპანეთის მთავრობამ კატალონიის ლიდერებს დამოუკიდებლობის გასაუქმებლად სამი დღე მისცა. ევროკავშირის თავმჯდომარის განცხადებით, ევროკავშირის წევრი ქვეყნები ესპანეთის ტერიტორიულ მთლიანობას უჭერენ მხარს და კატალონიის დამოუკიდებლობას არ აღიარებენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები