არჩილ თალაკვაძე: საერთო ჯამში, არჩევნები ჩატარდა თავისუფალ, დემოკრატიულ გარემოში, მნიშვნელოვანი ხარვეზების გარეშე

უმრავლესობის წევრი არჩილ თალაკვაძე სხვადასხვა პარტიების მხრიდან თვითმმართველობის არჩევნების შედეგების გასაჩივრებას გამოეხმაურა. როგორც მან აღნიშნა, ამ არჩევნებმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ქვეყანაში სასამართლო სისტემა სრულფასოვნად ფუნქციონირებს .
“არჩევნების შედეგები აღიარეს ძირითადმა პოლიტიკურმა პარტიებმა, რომლებიც მონაწილეობდნენ არჩევნებში და რომელთაც გარკვეული შედეგები აჩვენეს. მხარეებს შეუძლიათ, საკუთარი ინტერესები დაიცვან სასამართლოში და იბრძოლონ საკუთარი პოზიციის დასამტკიცებლად, თუმცა, საერთო ჯამში, არჩევნები ჩატარდა თავისუფალ, დემოკრატიულ გარემოში, მნიშვნელოვანი ხარვეზების გარეშე”, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები