გიორგი მარგველაშვილმა ესპანეთის სამეფოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მხარდაჭერა გამოუცხადა

პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა ესპანეთის სამეფოს მეფეს ფილიპე მეექვსეს და პრემიერ-მინისტრს მარიანო რახოის წერილები გაუგზავნა, რომელშიც აღნიშნულია, რომ საქართველო და ქართველი ხალხი მტკიცედ უჭერს მხარს ესპანეთის სამეფოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.
“სეპარატიზმის საფრთხე კარგად არის ნაცნობი საქართველოსათვის. დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან, ჩემი ქვეყანა იბრძვის სახელმწიფოებრიობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვისათვის. დარწმუნებული ვარ, რომ საერთაშორისო სამართლის ძირეული პრინციპების დაცვა და საერთაშორისო თანამეგობრობის ერთიანობა შესაძლებელს გახდის არსებული პრობლემების დარეგულირებას”- აღნიშნულია წერილში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები