გიორგი კვირიკაშვილი: საქართველო მხარს უჭერს ესპანეთის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი „ტვიტერის“ ოფიციალურ გვერდზე ესპანეთის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერ განცხადებას ავრცელებს.
„საქართველო მხარს უჭერს ჩვენი მეგობარი და პარტნიორი ქვეყნის, ესპანეთის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას“, – წერს პრემიერი „ტვიტერზე“.
შეგახსენებთ, რომ გუშინ კატალონიამ დამოუკიდებლობა ოფიციალურად გამოაცხადა. მისმა რეგიონულმა პარლამენტმა, ესპანეთისგან დამოუკიდებლობას მხარი ხმათა უმრავლესობით დაუჭირა, 70 დეპუტატი მომხრე იყო, ხოლო ოპოზიციის 10-მა წევრმა კენჭისყრას ბოიკოტი გამოუცხადა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები