წეროვანის დევნილთა დასახლებაში სოციალური საწარმო განახლდა

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს სსიპ ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის დაფინანსებით, წეროვანის დევნილთა დასახლებაში სოციალური საწარმო განახლდა.

პროექტის მიზანი წეროვანში მდებარე სოციალური საწარმო „იკორთას“ ეკონომიკური გაძლიერება და ადგილობრივი ახალგაზრდებისთვის საწარმოში დასაქმების მიზნით პროფესიული გადამზადების კურსების ჩატარება იყო.

პროექტის ფარგლებში საწარმო  საჭირო ტექნიკითა და ინვენტარით აღიჭურვა. „იკორთაში“ ამ ეტაპზე მუდმივადაა დასაქმებული დევნილთა დასახლებაში მცხოვრები 6 ახალგაზრდა. საწარმოში დასაქმებულ 6 ახალგაზრდას სასწავლო კურსი მინანქრის ოსტატმა ჩაუტარა.

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მიერ 23 720 ლარით დაფინანსებული პროექტის ფარგლებში სოციალური საწარმოს მიერ ბრენდირებული 4 პატარა და 5 დიდი ვიტრინა, თბილისსა და მცხეთაში მდებარე სუვენირების მაღაზიაში  განთავსდება, რაც პროდუქციის რეალიზაციას ხელს შეუწყობს

განახლებული საწარმოს პრეზენტაციას სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი, ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი, ახალგორის მუნიციპალიეტის გამგებელი ნუგზარ თინიკაშვილი და სსიპ ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის დირექტორი ირაკლი ჟორჟოლიანი უცხოელ სტუდენტებთან ერთად დაესწრნენ. სტუმრები საწარმოს მუშაობის პროცესს გაეცნენ, გაესაუბრნენ დასაქმებულებს და  საწარმოში დამზადებული ხელნაკეთი ნივთები შეიძინეს.

პროექტი სახელწოდებით „წეროვანის დევნილი ახალგაზრდების პროფესიული უნარების განვითარების ხელშეწყობა“ სამინისტროს დაფინანსებით არასამთავრობო ორგანიზაციამ „უკეთესი მომავლისათვის“ განახორციელა.

2013-2017 წლებში 249 ახალგაზრდული იდეა დაფინანსდა, მათ შორის – 60 სოციალური საწარმო, დასაქმდა 1 000-მდე ახალგაზრდა და შშმ პირი, აქედან 200-ზე მეტი დასაქმებულია ამოქმედებულ სოციალურ საწარმოებში. პროექტების უმეტესობა განხორციელებულია რეგიონებში, მაღალმთიან და საზღვრისპირა სოფლებსა და გამყოფ ხაზთან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები