გიორგი ალიბეგაშვილი „ენის სახელმწიფო დეპარტამენტის“ თავმჯდომარედ დაინიშნება

პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, საქართველოს „ენის სახელმწიფო დეპარტამენტის” თავმჯდომარის პოსტს პროფესორი გიორგი ალიბეგაშვილი დაიკავებს.

„სახელმწიფო ენის შესახებ” კანონის შესაბამისად, დეპარტამენტის თავმჯდომარეს ევალება, ჩამოაყალიბოს სტრუქტურა, მოამზადოს დეპარტამენტის დებულება, ხოლო, სტრუქტურის დამტკიცების შემდეგ, არსებული კანონმდებლობის შესაბამისად თანამშრომლები შეარჩიოს.
პროფესიით ფილოლოგი, პროფესორი გიორგი ალიბეგაშვილი სხვადასხვა პერიოდში ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ფილოლოგიის ფაკულტეტის დეკანი იყო, ასევე თსუ-ს ჰუმანიტარული ფაკულტეტის დეკანის მოადგილე ფილოლოგიის მიმართულებით; სულხან-საბა ორბელიანის სახელობის პედაგოგიური უნივერსიტეტის სასწავლო დარგის პრორექტორი; წლების განმავლობაში ასწავლიდა ქართულ ენასა და ლიტერატურას სხვადასხვა საჯარო და საავტორო სკოლაში; კითხულობს ლექციებს საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში. 2013-დან დღემდე თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის პოსტს იკავებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები