“კარგია, რომ უსმენენ პრეზიდენტს, თუმცა ცუდია, რომ არ უსმენენ და არ ეცნობიან საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებს”

„ძალიან კარგია, რომ უსმენენ პრეზიდენტს, თუმცა ცუდია, რომ არ უსმენენ და არ ეცნობიან საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებს”, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველმა ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში კახა კოჟორიძემ არჩევნებში ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების შესახებ უმრავლესობის კრიტიკის საპასუხოდ განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, ორგანიზაციების დასკვნით, საარჩევნო პროცესში ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება ერთ-ერთი მთავარი პრობლემა იყო.
„ძალიან კარგია, რომ უსმენენ პრეზიდენტს, თუმცა ცუდია, რომ არ უსმენენ და არ ეცნობიან საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების, ეუთო/ოდირის, NDI-ის და ძირითადი ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციების დასკვნებს, რომლებიც ყველა ერთად, ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მთელ ამ საარჩევნო პროცესში ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება ერთ-ერთი მთავარი პრობლემა იყო“, – განაცხადა კახა კოჟორიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები