მანქანის შეჯახებისას, დედამ, 1,5 წლის შვილი საკუთარი სხეულით გადაფარა

რუსეთში, ხანტი-მანსიისკის ოლქში, ტრაგიკული ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. დიდი სისწრაფით მოძრავი ავტომანქანის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, ბავშვებთან ერთად მყოფ ორ ახალგაზრდა ქალს შეეჯახა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ორივე დედამ და მათმა 1,5 და 3 წლის შვილებმა უმძიმესი ტრავმები მიიღეს.
როგორც აღმოჩნდა, შემთხვევის დროს, ახალგაზრდა დედები სახლში ბრუნდებოდნენ. წლინახევრის და სამი წლის ბავშვები ეტლებში ისხდნენ. ქვეითები გადასასვლელზე გადადიოდნენ, რა დროსაც უეცრად, საავტომობილო გზაზე დიდი სიჩქარით მომავალი ავტომანქანა გამოჩნდა. ერთ-ერთმა დედამ დაჯახების წინ მოასწრო და თავისი შვილის ეტლს გადაეფარა, რის შედეგადაც მანქანის დარტყმა თავის თავზე მიიღო.
როგორც თვითმხილველები ყვებიან, მომხდარის შემდეგ მძღოლმა ავტომანქანაც და დაშავებულებიც, რომლებმაც უმძიმესი ტრავმები მიიღეს, მიატოვა და გაიქცა.
რაც შეეხება დაშავებულებს, ორივე ქალს მძიმე დაზიანებები აქვს მიღებული. დედა, რომელიც შვილს გადაეფარა, კომაშია, 1,5 წლის ბავშვს კი თავის ქალის ტრეპანაცია დასჭირდა, თუმცა მის მდგომაროებას დამაიმედებელს უწოდებენ. რაც შეეხება სამი წლის გოგონას და მის დედას, ისინი ამ დრომდე კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფებიან.
„Kia”-ს 35 წლის მძღოლი, რომელიც ქვეითებს შეეჯახა, უკვე დაკავებულია, ის გადამოწმებისას ნასვამი აღმოჩნდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები