მეჭიაური ქუცნაშვილის საქმიანობის შემსწავლელი საპარლამენტო კომისიის შექმნას ითხოვს

პარტია „ერთიანი საქართველოსთვის“ თიანეთის მერობის კანდიდატი თამაზ მეჭიაური საპარლამენტო უმრავლესობას, დეპუტატ ზაქარია ქუცნაშვილის საქმიანობის შემსწავლელ კომისიის შექმნის მოთხოვნით მიმართავს.
აღნიშნული განცხადება თამაზ მეჭიაურმა სოციალურ ქსელში გააკეთა.
„მივმართავ საპარლამენტო უმრავლესობას, შექმნას ქუცნაშვილის საქმიანობის შემსწავლელი საპარლამენტო კომისია. ასევე, შესაბამისმა ორგანოებმა გამოიძიონ მის მიერ ჩემს მიმართ წამოყენებული ბრალდებები… დარწმუნებული ვარ პარლამენტს ერთი პარაზიტი მოაკლდება!“,- წერს მეჭიაური „ფეისბუქის“ პირად გვერდზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები