ლუიზიანას უნივერსიტეტში სროლის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა

აშშ-ს შტატ ლუიზიანაში, გრამბლინგის უნივერსიტეტში ღამით მომხდარი სროლის შედეგად ორი ახალგაზრდაა მოკლული.
შემთხვევის ადგილზე ამ დროისთვის სამართალდამცველები მუშაობენ. არსებული ინფორმაციით, დაღუპულთაგან ერთ-ერთი სტუდენტი იყო, მეორე კი მისი მეგობარი. მკვლელობის მიზეზი ამ დროისთვის უცნობია, თუმცა ვრცელდება ინფორმაცია სტუდენტების ორ ჯგუფს შორის არსებულ დაპირისპირებაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები