კატალონიაში დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლობის ოფისი გაიხსნა

დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კატალონიაში ვიზიტით ჩავიდა.

„დიმიტრი მედოევი კატალონიაში თანამემამულეებს შეხვდა, რომლებიც არსებული მანძილის მიუხედავად, მაინც ინარჩუნებენ კავშირებს სამშობლოსთან და ცდილობენ სამხრეთ ოსეთის შესახებ დასავლეთში სწორი ინფორმაციის გავრცელებაში საკუთარი წვლილი შეიტანონ“, – უცხადებენ ადგილობრივ მედიას დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-სამსახურში.

როგორც ირკვევა, თანამემამულეებთან შეხვედრის დროს დიმიტრი მედოევმა აღნიშნა, რომ კატალონიაში მიმდინარე მოვლენებმა სამხრეთ ოსეთის დიდი ინტერესი გამოიწვია. მიზეზად კი ის დაასახელა, რომ 26 წლის წინ სამხრეთ ოსეთში მცხოვრებმა ხალხმა ასევე გადადგა მსგავსი გარდამტეხი პოლიტიკური ნაბიჯები საკუთარი სახელმწიფოებრიობის დასაარსებლად.
იმავე დღეს, ბარსელონაში, შედგა ე.წ. სამხრეთ ოსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლობის ოფისის გახსნა. როგორც სამხრეთ ოსეთში აცხადებენ, წარმომადგენლობის დაფუძნება ხელს შეუწყობს ორმხრივი კავშირების დამყარებას, პირველ რიგში კი კულტურულ და ჰუმანიტარულ სფეროებში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები