მიხეილ ჯანელიძემ Chatham House-ში საქართველოს საგარეო პოლიტიკისა და ქვეყნის განვითარების საკითხებზე ისაუბრა

გაერთიანებულ სამეფოში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ საერთაშორისო ურთიერთობათა სამეფო ინსტიტუტის “Chatham House”-ის მიერ ორგანიზებულ შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო, რომელიც საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებს მიეძღვნა.

ღონისძიებას ბრიტანეთის წამყვანი ანალიტიკური ჯგუფების, დიპლომატიური კორპუსის და მედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

მიხეილ ჯანელიძემ საქართველოს საგარეო პოლიტიკურ მისწრაფებებზე, ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე მიღწეულ წარმატებებზე, საქართველოს დემოკრატიული და ეკონომიკური განვითარების მიმართულებებზე  ისაუბრა. შეხვედრა დისკუსიის ფორმატში წარიმართა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები