გიგა ბოკერია „ნაციონალურ მოძრაობას“ აკრიტიკებს: ეს გადაწყვეტილება არის სერიოზული შეცდომა

„ეს გადაწყვეტილება არის სერიოზული შეცდომა, – ასე გამოეხმაურა „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია „ნაციონალური მოძრაობის“ გადაწყვეტილებას თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებით.
როგორც ბოკერია აცხადებს, მეორე ტურები მხოლოდ „ნაციონალურ მოძრაობას“ არ მოუპოვებია.
„ჩვენ ყველას გვაქვს საფუძველი აღშფოთების იმ ინსტრუმენტების გამო, რასაც „ოცნება“ იყენებს საარჩევნოდ და მთავარი ინსტრუმენტი მათი არის უიმედობის დანერგვა არჩევნების მიმართ. ჩვენი გადაწყვეტილებებით დემოკრატიულმა ოპოზიციამ არ უნდა შევუწყოთ მათ ხელი. „ევროპული საქართველოს“ პოზიცია იყო და არის, რომ ჩვენ ვაპირებდით ნებისმიერი პროდასავლური კანდიდატის მხარდაჭერას მეორე ტურში. გაუგებარია, როცა ყველა ამას ვაპირებდით ქუთაისი რატომ უნდა იყოს გამონაკლისი, სადაც ოპოზიციამ მეტი ხმის შეგროვება შეძლო. სამართლებრივად ეს „ნაციონალური მოძრაობის“ გადასაწყვეტია და ამაში ვერავინ ჩაერევა, თუმცა მეორე ტურები მხოლოდ მათ არ მოუპოვებიათ – მთელმა ოპოზიციამ მოიპოვა“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.
„ნაციონალური მოძრაობა” ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობას არ მიიღებს, – ეს გადაწყვეტილება პარტიამ პოლიტსაბჭოს სხდომაზე მიიღო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები