“მზად ვართ თანამშრომლობისთვის, ჩვენ ვიყავით ოპონენტები, მაგრამ არ ვყოფილვართ მტრები”

ცესკო-ს მონაცემებით, თბილისის მერობის არჩევნებში გამარჯვებულმა კანდიდატმა, კახა კალაძემ სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ეს ქალაქი მარტო „ქართული ოცნების“ არ არის.

როგორც მან აღნიშნა, ის მზადაა, ითანამშრომლოს ოპონენტებთან, რადგან მისი თქმით, ყველას უყვარს თბილისი და ყველას აქვს სურვილი, რომ ხვალინდელი თბილისი იყოს უკეთესი – უფრო ლამაზი, კეთილმოწყობილი, ეკოლოგიურად სუფთა, განახლებული ტრანსპორტით და ა.შ.

„ყველა ჩემს ოპონენტს, ვისაც სურვილი ექნება სამომავლოდ და ვინც წარმოადგენს თავის ხედვას, კონკრეტულ გეგმას ქალაქის განვითარებისთვის, რომელიც მისაღები იქნება ქალაქისთვის, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩვენ მზად ვართ თანამშრომლობისთვის. ჩვენ ვიყავით ოპონენტები, მაგრამ არ ვყოფილვართ მტრები“, – განაცხადა კახა კალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები