კახა კალაძე: ჩემთვის დიდი პასუხისმგებლობა და ამავდროულად, დიდი პატივია, ვიყო ჩვენი ქვეყნის დედაქალაქის მერი

“ჩემთვის დიდი პასუხისმგებლობა და ამავდროულად, დიდი პატივია, ვიყო ჩვენი ქვეყნის დედაქალაქის – თბილისის მერი”, – ამის შესახებ „ ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატმა, კახა კალაძემ ცოტა ხნის წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა და მოქალაქეებს მხარდამჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

„მინდა დიდი მადლობა გადაგიხადოთ გამოცხადებული მხარდაჭერისთვის და მოგილოცოთ ეს დამაჯერებელი გამარჯვება. ჩემთვის დიდი პასუხისმგებლობა და დიდი პატივია ვიყო ჩვენი ქვეყნის დედაქალაქის მერი. თქვენი მხრიდან გამოცხადებული მხარდაჭერა კი მიორმაგებს პასუხისმგებლობას და მაძლევს სტიმულს, თავდაუზოგავად ვიმუშაო ჩვენი ქალაქის, თითოეული თბილისელის წინაშე მდგარი გამოწვევების დაძლევისთვის. ჩატარებული სამართლიანი და დემოკრატიული არჩევნებით საქართველომ კიდევ ერთხელ დააადასტურა, რომ არის დემოკრატიული სამყაროს, ევროპული ოჯახის ღირსეული წევრი. მინდა ყველამ იცოდეს, რომ არჩევნებში არავინ დამარცხებულა. ამ არჩევნებში გაიმარჯვა ქართველმა ხალხმა, გაიმარჯვა თბილისმა და თითოეულმა თბილისელმა“, – განაცხადა კახა კალაძემ და მისი საარჩევნო პროგრამის შესახებ საზოგადოების ინფორმირებისთვის მადლობა, ასევე, მედიასგადაუხადა.
როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, მალე თბილისი მის მიერ დეკლარირებული პროექტების განხორციელების შედეგს იგრძნობს.
„ჩვენ პირველივე დღიდან აქტიურად შევუდგებით თბილისში არსებული პრობლემების მოგვარებას და ჩვენ მიერ დეკლარირებული პროგრამის განხორციელებას. ჩვენი მუშაობის პოზიტიურ შედეგს ძალიან მალე შეიგრძნობს თითოეული თბილისელი და დარწმუნებული ვარ ჩვენი საყვარელი ქალაქი მალე გადავა განვითარების სრულიად ახალ ეტაპზე. ჩვენ ერთმანეთის გვერდში დგომით, ერთმანეთის მხარდაჭერით და ჩვენი ქალაქის სიყვარულით წინ კიდევ ბევრი გამარჯვება გველის. ჩვენ ყოველდღიურად უნდა გავიმარჯვოთ თბილისის და თბილისელების პრობლემებზე. დარწმუნებული ვარ, ეს ასეც იქნება და თბილისი აუცილებლად იქნება კიდევ უფრო სოლიდარული, ჯანსაღი, სიცოცხლით სავსე ქალაქი“ – განაცხადა კახა კალაძემ.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, თბილისის მერის არჩევნებში 51,13 %-ით „ქართული ოცნების“ კანდიდატი – კახა კალაძე ლიდერობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები