თამარ ჟვანია: პარტიების მიერ ამომრჩეველთა აღრიცხვა ძალიან ბევრ ქვეყანაში, მათ შორის, განვითარებულ ქვეყნებშიც მინახავს

ცესკოს თავმჯდომარის, თამარ ჟვანიას განცხადებით, ამომრჩეველთა აღრიცხვა სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლების მიერ ძალიან ბევრ ქვეყანაში, მათ შორის, განვითარებულ ქვეყნებშიც ხდება. როგორც ჟვანიამ ჟურნალისტებს განუცხადა, აღნიშნულ უფლებას საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლებსა და ადგილობრივი ორგანიზაციების დამკვირვებლებს საარჩევნო კანონმდებლობა აძლევს.

„დღევანდელი კანონმდებლობით, ეს კანონდარღვევას არ წარმოადგენს. ის, რომ ეს კანონდარღვევა არ არის, ამაზე არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან განსხვავებული განცხადებები გაკეთდა. ნაწილი თვლიდა, რომ ეს შეიძლება განხილული იყოს, როგორც დარღვევა, ხოლო ორგანიზაციების ნაწილი აცხადებდა, რომ ეს კანონდარღვევა არ არის. ცენტრალური საარჩევნო კომისიის პოზიციაც გახლდათ ის, რომ ეს უფლება, წარმომადგენლებისა და დამკვირვებლების უფლებამოსილებების ნაწილში, საარჩევნო კანონმდებლობით არის დადგენილი და არ არის აკრძალული.

რაც შეეხება აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ჩემს პოზიციას, ძალიან ბევრ ქვეყანაში, მათ შორის განვითარებულ ქვეყნებშიც, მინახავს ამომრჩეველთა აღრიცხვა სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების მიერ. ეს ყველაფერი, პირველ რიგში, უნდა იყოს კანონის ჩარჩოებში და უნდა განხორციელდეს ისე, რომ ამომრჩეველს ჰქონდეს ნების თავისუფლად გამოვლენის საშუალება. თუკი ნებაზე ხდება გავლენის მოხდენა, მხოლოდ ამ ნაწილშია პრობლემური“, – განაცხადა ცესკოს თავმჯდომარემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები