ცესკო-ს წინასწარი მონაცემებით, საქართველოს მასშტაბით, პროპორციულ არჩევნებში „ქართული ოცნება“ ლიდერობს

ცესკო-ს წინასწარი მონაცემებით, საქართველოს მასშტაბით, საკრებულოს პროპორციულ არჩევნებში “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო” 55.54 % – ით ლიდერობს.

სულ 3644 უბნიდან მონაცემები დათვლილია 3256+9 -ის უბნის მიხედვით. მეორე ადგილზეა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, 17.14 % -ით, მესამე ადგილზეა „ ბაქრაძე, უგულავა – ევროპული საქართველო“, 10.48 %, -ით, მათ მოსდევს „დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი – საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“, 6.46 % -ით, „შალვა ნათელაშვილი – საქართველოს ლეიბორისტულ პარტიას“ ხმათა 3.3 % -აქვს. დანარჩენმა პარტიებმა ხმათა 3%-ზე ნაკლები დააგროვეს.

21 ოქტომბერს საქართველოში თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდა. მოქალაქეებმა ქვეყნის მასშტაბით, 64 საკრებულოს 2058 დეპუტატი და 64 მერი 4 წლის ვადით აირჩიეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები