ცესკოს წინასწარი მონაცემებით, თბილისის საკრებულოს პროპორციულ არჩევნებში „ქართული ოცნება“ ხმათა 53.03 %-ით ლიდერობს

ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, თბილისის საკრებულოს პროპორციულ არჩევნებში „ქართული ოცნება“ ხმათა 53.03% -ით ლიდერობს.

სულ 737 უბნიდან მონაცემები დათვლილია 720+3 უბნის მიხედვით. მეორე ადგილზეა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ხმების 17.56 %-ით. მესამე ადგილს იკავებს „ევროპული საქართველო“ ხმების 9.2 %-ით. მეოთხე ადგილზეა „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ ხმების 5.63 %-ით. მომდევნო ადგილს იკავებს „ლეიბორისტული პარტია“ 3,89%-ით, მას მოსდევს „გიორგი ვაშაძე -ერთობა ახალი საქართველო“ 3.44%-ით, შემდეგ დიმიტრი ლორთქიფანიძე, კახა კუკავა- “დემოკრატიული მოძრაობა-თავისუფალი საქართველო” (3.16 %).

დანარჩენმა პარტიებმა, ამ დროის მონაცემებით, ხმათა 3%-ზე ნაკლები დააგროვეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები