გიორგი მღებრიშვილი: მარნეულის ინციდენტს პოლიტიკური სარჩული უნდა ჩამოშორდეს
შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი მარნეულში მომხდარი ინციდენტის შესახებ საუბრობს. მინისტრი, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, საქმის დეტალებს არ ასაჯაროებს, თუმცა აღნიშნავს, რომ საქმეს პოლიტიკური სარჩული უნდა ჩამოსცილდეს.
„დეტალებზე არ ვისაუბრებ, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ გამოძიება წინ მიდის. ერთმნიშვნელოვნად და კატეგორიულად შემიძლია გითხრათ, რომ პოლიტიკური სარჩული ამ საკითხს აუცილებლად უნდა ჩამოშორდეს,“- აცხადებს გიორგი მღებრიშვილი.
შინაგან საქმეთა მინისტრი ასევე გამოეხმაურა იმ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, ახალციხეში „ნაციონალური მოძრაობის“ მერობის კანდიდატს თავს დაესხნენ. მღებრიშვილის მტკიცებით, გავრცელებული ინფორმაცია სიცრუეა.
„მავანს და მავანს, ალბათ, სურს, რომ ეს მოხდეს, მაგრამ არანაირ თავდასხმასა და ძალადობას ადგილი არ ჰქონია,“- განმარტა მღებრიშვილმა.