ლევან ბეჟაშვილი საარჩევნო პროცესში გამოვლენილ დარღვევებზე საუბრობს

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, ლევან ბეჟაშვილის ინფორმაციით, ისნის რაიონის N5 საუბნო-საარჩევნო კომისიაში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებს კენჭისყრის ოთახში გადაღების უფლება არ ეძლევათ. ლევან ბეჟაშვილმა საარჩევნო პროცესში გამოვლენილ დარღვევებთან დაკავშირებით ბრიფინგი პარტიის ოფისში ცოტა ხნის წინ გამართა.

პარტიის ინფორმაციით, ასევე, დარღვევები ფიქსირდება მუხიანის 96-ე და 104-ე უბნებში, ბეჟაშვილის განცხადებით, ანალოგიური მდგომარეობაა ავჭალის მე-16 და მე-17 საარჩევნო უბნებზე. მისივე თქმით, დარღვევა დაფიქსირდა ხობის 66-ე ოლქშიც, სადაც ზუგდიდის 67-ე ოლქის 31-ე საარჩევნო უბნის მაჟორიტარის ბიულეტენი მიიტანეს. ლევან ბეჟაშვილის განცხადებით, აგიტაციის შემთხვევა ბოლნისის რაიონის მე-20 ოლქშიც ფიქსირდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები