12.00 საათის მონაცემებით, შიდა ქართლის მასშტაბით საარჩევნო უბანზე ამომრჩეველთა 13,9% გამოცხადდა

0

ცესკოს ინფორმაციით, 12 საათის მონაცემებით, შიდა ქართლის მასშტაბით, საარჩევნო უბნებზე 32 842 ამომრჩეველი გამოცხადდა, რაც საერთო მაჩვენებლის 13,9%-ია.

ცესკოს მონაცემებით, შიდა ქართლის ყველა მუნიციპალიტეტში 234-ვე უბანი გახსნილია.

კასპში 39 752 ამომრჩევლიდან უბანზე უკვე 5 721 მოქალაქე მივიდა 14.42%

გორი 110 174 ამომრჩევლიდან – 14 404 მოქალაქე 13,1%

ყველაზე მაღალი აქტივობაა ქარელის მუნიციპალიტეტში, სადაც 37 121 ამომრჩევლიდან უბნებზე 6 536 მოქალაქე გამოცხადდა 17.6 %

რაც შეეხება ხაშურს, იქ 48 956 ამომრჩევლიდან საკუთარი პოზიცია 6 181 ამომრჩეველმა დააფიქსირა 12.6%

კომენტარები

კომენტარი