12:00 საათის მონაცემებით, ამომრჩეველთა აქტივობამ 16.5% შეადგინა – ყველაზე დიდი აქტივობა რაჭა-ლეჩხუმში დეფიქსირდა

0

ცესკოს ინფორმაციით, 12:00 საათის მდგომარეობით, 3 644 საარჩევნო უბანზე ამომრჩეველთა აქტივობამ 16.5% შეადგინა, რაც რაოდენობრივად 567 699 ამომრჩეველია.
ცესკოს პრესსპიკერის, ანა მიქელაძის განცხადებით, 12:00 საათისათვის, ყველაზე დიდი აქტივობა რაჭა-ლეჩხუმში დაფიქსირდა – 27.9%, ხოლო ყველაზე ნაკლები აქტივობა შიდა ქართლში – 13.9%.
რაც შეეხება თბილისს, დედაქალაქში, 12:00 საათის მდგომარეობით, აქტივობა არის 14.8%.
”აღნიშნული მონაცემი რომ შევადაროთ 2014 წლის არჩევნების აქტივობას, მაშინ, 12:00 საათის მდგომარეობით, აქტივობა 16.6%-ს შეადგენდა”, – განაცხადა ცესკოს პრესსპიკერმა, ანა მიქელაძემ.

კომენტარები

კომენტარი