ლაშა გოგია: ოპოზიცია არარეალურ ბრალდებებს გვიყენებს, არჩევნები მშვიდ გარემოში ტარდება ზუგდიდში

“ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ზუგდიდის მერობის კანდიდატმა ლაშა გოგია 84 -ე საარჩევნო უბანზე ხმის მისაცემად ოჯახთან ერთად მივიდა. როგორც ლაშა გოგიამ აღნიშნა, ზუგდიდში არჩევნები მშვიდ გარემოში მიმდინარეობს.
„დღევანდელი დღე ძალიან მნიშვნელოვანია ქალაქისთვის. არჩევნები ტარდება დემოკრატიულ, მშვიდ გარემოში, ოპოზიცია იმიტომ არის ოპოზიცია, რომ არარეალურ ბრალდებებს გვიყენებენ, ფაქტიურად არაფერი არ ხდება, არჩევნები მშვიდ გარემოში ტარდება ზუგდიდში“, – განაცხადა ლაშა გოგიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები