დავით ნარმანია: დაპირებების უმეტესობა შესრულებულია
თბილისის მოქმედმა მერმა, დავით ნარმანიამ განაცხადა, რომ არჩევანი იქიდან გამომდინარე გააკეთა, თუ ვინ არის ამ ქალაქში საქმის გამკეთებელი, ვის აქვს მეტი გამოცდილება და საუკეთესო პროგრამა, რომ ყველა დაწყებული საქმე გააგრძელოს. როგორც მან აღნიშნა, ის გვიანობამდე მუშაობდა, რომ დრო არ დაკარგულიყო, დაპირებების აბსოლუტურად უმეტესობა შესრულებულია.
“დარწმუნებული ვარ, ეს არჩევანი გაამართლებს. ეს იყო მნიშვნელოვანი პერიოდი, იყო უამრავი გამოწვევა. სამწუხაროდ, ჩემი მმართველობის დროს მოხდა სტიქია, რომელმაც წაგვართვა ადამიანები და დიდი რესურსი. მიუხედავად წინააღმდეგობისა, ბევრი კარგი საქმე გავაკეთეთ, მოვაწესრიგეთ საგზაო ინფრასტრუქტურა, ახალი ბაღები ავაშენეთ, შემოვიდა ახალი ავტობუსები, მოხდა აღმაშენებლის გამზირის რეაბილიტაცია. მომავალ მერს წარმატებებს და ჩემს გვერდში დგომას ვუსურვებ. მე არ მქონია დასვენების დღეები, ვმუშაობდი გვიანობამდე, რომ დრო არ დაგვეკარგა. დაპირებების აბსოლუტური უმეტესობა შესრულებულია”, -აღნიშნა დავით ნარმანიამ.