მიხეილ ჯანელიძემ საკუთარი არჩევანი დააფიქსირა
ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, მიხეილ ჯანელიძემ თავისი არჩევანი უკვე დააფიქსირა. აღმაშენებლის ხეივანში, მე-17 საჯარო სკოლაში გახსნილ საარჩევნო უბანზე მიხეილ ჯანელიძე მეუღლესთან და შვილთან ერთად მივიდა.
“დღეს ჩვენ ვირჩევთ ადგილობრივ თვითმმართველობას ღია, თავისუფალ და მშვიდ გარემოში. თითოეული მოქალაქის ხმა და თავისუფლად გამოხატული ნება აძლიერებს ჩვენს დემოკრატიას. მიხარია, რომ ჩვენ შევძელით უმაღლესი საარჩევნო სტანდარტების დამკვიდრება. ეს არის გზა ჩვენი სტაბილური განვითარების, თითოეული მოქალაქის კეთილდღეობისა და ევროპული მომავლისკენ”,- ასე გამოეხმაურა საგარეო საქმეთა მინისტრი მიმდინარე თვითმმართველობის არჩევნებს.