„ნაციონალური მოძრაობის“ წევრები საარჩევნო კომისიის თავმჯდომარესთან შეხვედრას ითხოვენ

“ნაციონალური მოძრაობს” წარმომადგენლები ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარესთან, თამარ ჟვანიასთან შეხვედრას მოითხოვენ. “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა, ზაზა ბიბილაშვილმა განაცხადა, რომ ცესკო რეაგირებას არ ახდენს დარღვევებზე, რომელთა შესახებაც ინფორმაციის გასაჯაროება მოხდა, ასევე, დაიწერა ოქმები, რომელზეც ინფორმირებულია ცენტრალური საარჩევნო კომისია.
აღნიშნული მოთხოვნით, პარტიის ლიდერთა ნაწილი ცენტრალური საარჩევნო კომისიისკენ მიემართება. ბიბილაშვილის ინფორმაციით, ამ ეტაპზე, მხოლოდ თბილისში 100, რეგიონებში კი 200-ზე მეტი საჩივარი ფიქსირდება.
”ჩვენი მხრიდან თბილისში შესულია 100 საჩივარი, რეგიონებიდან 200-ზე მეტი და მათი რაოდენობა მატულობს. მთავარი დარღვევა ის არის, რომ „ოცნების“ დამკვირვებლები დგანან რეგისტრაციის მაგიდის უკან და აღრიცხავენ იმ ამომრჩევლებს, რომლებიც ჰყავდათ დაბარებული, რათა მიიყვანონ უბნებზე და მათი სასურველი კანდიდატისთვის მიაცემინონ ხმა, იძულების წესით. აღნიშნულის შესახებ განცხადება ჯერ კიდევ ერთი საათის წინ გაკეთდა, თუმცა ამაზე ქალბატონ თამარ ჟვანიას და ცენტრალურ საარჩევნო კომისიას რეაგირება არ მოუხდენია. ჩვენ ვაპირებთ მივიდეთ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში, შევხვდეთ ქალბატონ თამარს და მოვითხოვთ აღნიშნულთან დაკავშირებით პასუხს”, – განაცხადა ბიბილაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები