ალეკო ელისაშვილმა საკუთარი არჩევანი დააფიქსირა
თბილისის მერობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა, ალეკო ელისაშვილმა საკუთარი არჩევანი დააფიქსირა. 45-ე საარჩევნო უბანზე ელისაშვილი მეუღლესთან და შვილთან ერთად გამოცხადდა.
ელისაშვილის თქმით, ყველა უბანზე ერთი და იგივე დარღვევები ფიქსირდება, რაც მიუღებელია.
ელისაშვილი დაახლოებით ერთ საათში საკუთარ საარჩევნო შტაბში განცხადებას გააკეთებს.