დიმიტრი ქუმსიშვილი: ხმა მივეცი ადამიანს, რომელმაც იცის შრომის ფასი

ვიცე-პრემიერმა და ფინანსთა მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა საკუთარი არჩევანი შვილთან ერთად დააფიქსირა.
მინისტრი ნაძალადევის მეცხრე საარჩევნო ოლქის მეოთხე საარჩევნო უბანზე მივიდა და ხმა მისცა ადამიანს, რომელმაც „იცის შრომის ფასი“.
“ეს არჩევნები წყვეტს, თუ როგორ უნდა განვითარდეს რეგიონები და მთელი საქართველო.
ხმა მივეცი სიცოცხლით სავსე ქალაქს, ხმა მივეცი ადამიანს, რომელმაც იცის შრომის ფასი, რომელიც აფასებს მოხუცებულებს, რომელიც აფასებს ჩვენს თაობას და რომელმაც ნამდვილად იცის, რა უნდა მომავალს”, – განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები