არჩილ თალაკვაძე: საარჩევნო პროცესი განსაკუთრებული დარღვევების გარეშე მიმდინარეობს

კახი კალაძის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, საარჩევნო პროცესი თითოეულ უბანზე მშვიდ გარემოში მიმდინარეობს. მისივე შეფასებით, საარჩევნო ადმინისტრაცია ორგანიზაციულ საქმიანობას თავს წარმატებით ართმევს.
„დილის 8 საათიდან, ყველა უბანი, პრაქტიკულად, შეფერხების გარეშე ფუნქციონირებს. დიდი მადლობა ჩვენს ამომრჩევლებს აქტიურობისთვის. ჩვენ წინასწარი კვლევებითაც ძალიან დიდი მხარდაჭერა გვაქვს. დღეს აუცილებელია, თითოეულმა ჩვენმა ამომრჩეველმა საკუთარი არჩევანი მომავალი განვითარების სასარგებლოდ და ჩვენ მიერ დაწყებული პროცესების მხარდასაჭერად დააფიქსიროს. საარჩევნო პროცესი ამ მომენტამდე განსაკუთრებული დარღვევების გარეშე მიმდინარეობს. ერთი შეხედვითაც ჩანს, რომ საარჩევნო ადმინისტრაცია საარჩევნო პროცესის ორგანიზებისთვის კარგად მომზადებულია,“ – განმარტა თალაკვაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები