10:00 საათისთვის საქართველოში ამომრჩეველთა აქტივობამ 6,74% შეადგინა
“10:00 საათის მდგომარეობით, ამომრჩეველთა აქტივობამ 6,74% შეადგინა, რაც რაოდენობრივად 231 736 ამომრჩეველია”, – ამის შესახებ ცესკო-ს სპიკერმა, ანა მიქელაძემ საინფორმაციო ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, არჩევნები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს.
„ყველა საარჩევნო უბანში ხმის მიცემის პროცესი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. ამომრჩევლებს შესაძლებლობა აქვთ, თავისუფლად, ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე განახორციელონ საკუთარი კონსტიტუციური უფლება“, – განაცხადა ანა მიქელაძემ.
ამასთან, ამ დროისთვის ყველაზე მაღალი აქტივობაა ასპინძასა და მესტიაში, კერძოდ, ასპინძაში აქტივობამ 11.8% შეადგინა, მესტიაში – 12.4 პროცენტი.
ოფიციალური მონაცემებით საქართველოში თვითმმართველობის არჩევნებზე, ამომრჩეველთა ერთიან სიაში 3 440 123 ამომრჩეველია. .