პროგრამის „Fit for Partnership with Germany“ კურსდამთავრებულები შემაჯამებელ სემინარს დაესწრებიან

პროექტის „Fit for Partnership with Germany“ კურსდამთავრებულები შემაჯამებელ სემინარს „რედისონ ბლუ ივერიაში“, 20-21 ოქტომბერს დაესწრებიან. სემინარი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“, გერმანიის ეკონომიკისა და ენერგეტიკის სამინისტროსა და GIZ-ის ორგანიზებით  იმართება.

პროგრამის ფარგლებში, ქართველი მეწარმეები  ტრენინგებს გერმანიაში დაესწრნენ, სადაც შეხვედრები დაგეგმეს მათთვის საინტერესო კომპანიებთან და გერმანელი მეწარმეების გამოცდილება გაიზიარეს.

შემაჯამებელი სემინარი, პროექტის „Fit for Partnership with Germany“ ფარგლებში, ყოველწლიურად ეწყობა, სადაც კურსდამთავრებულები სპეციალურად მოწვეული გერმანელი სტუმრების გამოსვლებს ისმენენ და იმ გამოწვევებს განიხილავენ, რასაც ქართული კომპანიები საერთაშორისო ბაზარზე აწყდებიან.

აღსანიშნავია, რომ 2018 წელს პროექტის „Fit for Partnership with Germany“ განხორციელება იგეგმება, რომლის უმთავრეს მიზანს მცირე და საშუალო ბიზნესისთვის საერთაშორისო ვაჭრობის შესაძლებლობების განვითარება წარმოადგენს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები