ზურაბ ალავიძე: ყველა რეგიონის ეკონომიკური პოტენციალი მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ

მნიშვნელოვანია, მაქსიმალურად განვავითაროთ ადგილობრივი წარმოება საქართველოს ყველა რეგიონის ეკონომიკური პოტენციალი და ბოლომდე გამოვიყენოთ’’, – ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ზურაბ ალავიძემ ჭიათურაში, მანგანუმის მადნის ახალი გამამდიდრებელი ქარხნის მშენებლობის დაწყების ცერემონიალზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
,,დღევანდელი დღე კიდევ ერთ, ძლიერ იმპულსს მისცემს რეგიონში ბიზნესის განვითარებას, ხელს შეუწყობს ადგილობრივების დასაქმებასა და სპეციალისტების კვალიფიკაციის ამაღლებას. სწორედ ამ მიზნების მისაღწევად რეგიონებსა და მუნიციპალიტეტებში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება ჩვენი მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტია’’,-განაცხადა ზურაბ ალავიძემ.

მინისტრმა გამოსვლისას ჭიათურაში მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებზე გაამახვილა ყურადღება.
,,სივრცითი მოწყობის აუცილებელი ელემენტია ურბანული ტრანსპორტის განვითარება. ამიტომ, ჭიათურაში არსებული სამგზავრო საბაგირო გზების სისტემებისა და სადგურების სრული რეაბილიტაციისა და რეკონსტრუქციის სამუშაოებს ვახორციელებთ. ჭიათურაში საბაგირო ტრანსპორტი გადაადგილების ერთ-ერთი ძირითადი საშუალებაა, რომელიც ქალაქის მოსახლეობას 1954 წლიდან ემსახურება. ახალი საბაგიროს პროექტი სრულად ზაფხულში დასრულდება, რის შედეგად ჭიათურის მოსახლეობა და სტუმრები უსაფრთხო გადაადგილებისთვის ეკოლოგიურად სუფთა, ახალ სამგზავრო-საბაგირო ტრანსპორტს მიიღებენ. უაღრესად მნიშვნელოვანია ჭიათურის წყალმომარაგების ქსელის რეაბილიტაცია. სამუშაოები დაახლოებით 1 თვეში დაიწყება. პროექტის დასრულების შემდეგ, 2019 წელს, ქალაქში საბოლოოდ მოგვარდება წლების განმავლობაში არსებული პრობლემა და ჭიათურის მოსახლეობა 24-საათიანი წყალმომარაგებით იქნება უზრუნველყოფილი. ყველაფერი, რაზეც დღეს ჩვენ ვსაუბრობთ, ემსახურება ქვეყნის განვითარებასა და თითოეული მოქალაქის კეთილდღეობას’’,-განაცხადა ზურაბ ალავიძემ.
შპს „ჯორჯიან მანგანეზი“ ჭიათურაში მანგანუმის მადნის ახალი გამამდიდრებელი ქარხნის მშენებლობას იწყებს. სიმბოლური კაფსულა საძირკველში პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ზურაბ ალავიძემ ჩადეს.
ცერემონიას საკანონმდებლო ორგანოს, ადგილობრივი ხელისუფლების და ბიზნესსექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები