“ქიმიის მასწავლებლის დასაცავად რამდენიმე მოსწავლის გარეთ გამოსვლა მართული პროცესია, სკოლა მოახდენს რეაგირებას”

თბილისის 67-ე სკოლის დირექტორის, მარიამ თავართქილაძის ინფორმაციით, ამავე სკოლის ქიმიის მასწავლებლის დოდო კეზუას წინააღმდეგ საჩივარია დაწერილი, რომელსაც დისციპლინარული კომიტეტი სწავლობს. თუმცა მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას, დირექტორს არ დაუკონკრეტებია, ვინ არის საჩივრის ავტორი.
ხოლო იმ ფაქტის შესახებ, რომ აღნიშნულმა პედაგოგმა მოსწავლე ცემა, დირექტორის თქმით, სკოლა რეაგირებას დისციპლინური კომიტეტის დასკვნის გამოქვეყნების შემდეგ მოახდენს.
„აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით შემოვიდა განცხადება, რომელიც გადაეცა დისციპლინარულ კომიტეტს. დისციპლინარული კომიტეტი დადებს დასკვნას. თუ ფაქტი დადასტურდა, ბუნებრივია, სკოლა თვალს ვერ დახუჭავს და იქნება რეაგირება. რამდენიმე მოსწავლის გარეთ გამოსვლა მართული პროცესია. სკოლა იზრუნებს, რომ მოხდეს რეაგირება“, – აცხადებს თავართქილაძე.
შეგახსენებთ, რომ თბილისის 67-ე სკოლის მოსწავლეების ნაწილი დილიდან აქციას ამავე სკოლის პედაგოგის, დოდო კეზუას მხარდასაჭერად მართავდა.
სკოლის მოსწავლეების განცხადებით, დოდო კეზუა, რომელიც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ბიულეტენზე იმყოფება, შესაძლოა, სკოლაში აღარ დააბრუნონ. მოსწავლეები ამის მიზეზად ქიმიის მასწავლებელსა და სკოლის დირექტორს შორის დაპირისპირებას ასახელებენ. ფაქტს თავად დოდო კეზუაც ადასტურებს და ამბობს, მას დირექტორმა შეუთვალა, განცხადება საკუთარი ნებით დაწერე და სკოლიდან წადიო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები