გიორგი გახარია: ჩვენ ზედმიწევნით შევასრულებთ პრემიერის მოწოდებას

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი გახარია პრემიერ-მინისტრის დღევანდელ მოწოდებას გამოეხმაურა და აცხადებს, რომ „ზედმიწევნით შევასრულებთ პრემიერის მოწოდებას“,
”უბრალოდ არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე შეგვახსენა. ჩვენ, რა თქმა უნდა, ზედმიწევნით შევასრულებთ ამ მოწოდებას და როგორც თითოეული ჩვენი მოქალაქე, მივალთ და მივცემთ ხმას”, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
პრემიერმა არჩევნებთან დაკავშირებით მთავრობის დღევანდელ სხდომაზე სახელმწიფო უწყებებს, პოლიტიკურ ძალებს და მოსახლეობას მიმართა
”არჩევნებამდე ორი დღით ადრე მინდა მივმართო, პირველ რიგში, სახელმწიფო უწყებებს, მეორე რიგში, პოლიტიკურ ძალებს და მესამე რიგში, მთლიანად საზოგადოებას – ჩავატაროთ ეს არჩევნები ისე, რომ იყოს კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯი საქართველოში ჭეშმარიტად ევროპული დემოკრატიის განმტკიცების გზაზე, რათა ერთხელ და სამუდამოდ წარსულს ჩაბარდეს ძალადობრივი არჩევნები და საერთოდ დავიწყებული იქნას სიტყვა, რასაც წარსულში ერქვა გაყალბებული, ძალადობრივი არჩევნები. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და ვფიქრობთ, რომ ჩვენ ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადავდგით ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ასეთი საქართველოს და ასეთი დემოკრატიის შექმნის გზაზე“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.
ამასთან. მთავრობის მეთაურმა სახელმწიფო უწყებებს მოუწოდა, რომ არ მისცენ საბაბი არავის, თქვას ერთი სიტყვაც კი სახელმწიფო რესურსი გამოყენების თაობაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები