ლევან დავითაშვილი: მანდარინის მოსავალს სრულად გადავარჩენთ და კარგი სეზონიც გვექნება

სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, გავრცელებული ინფორმაციას, რომ მანდარინის მოსავალი სრულად განადგურდა და აღარ გვაქვს, სიცრუეს უწოდებს.
ლევან დავითაშვილის განმარტებით, მანდარინის ძირითადი მოსავალი აჭარაშია, სადაც ღონისძიებებები ეფექტურად ტარდება და ძირითადი მოსავალი შენარჩუნებულია.
„საქართველოს დანარჩენ ნაწილში არის მცირე დაზიანებები, თუმცა ყველაფერი ფაროსანას არ უკავშირდება და დაზიანებების 100%-იანი აცილება შეიძლება, თუ მოსახლეობა გამოიყენებს იმ საწამლ საშუალებებს, რომლებიც ჩვენ მათ სექტემბერში გადავეცით. მათ ჰქონდათ წამლობისთვის საჭირო წამლები, ყველაზე ეფექტური, რაც კი იდენტიფიცირებულია. თუ ადამიანები დავირაზმებით, მანდარინის მოსავალს სრულად გადავარჩენთ და კარგი სეზონიც გვექნება. მოლიდინი არის, რომ მანდარინის სეზონი ძალიან კარგი გვექნება“, – განაცხადა დავითაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები