“ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დეფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრის იტალიაში ვიზიტი არალეგიტიმურია”

იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დეფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრის, დიმიტრი მედოევის იტალიაში ვიზიტს არალეგიტიმურს უწოდებს.
დეპუტატი იმედოვნებს, რომ შესაბამისი უწყებებიდან ადეკვატური რეაგირება იქნება.
“იმედი მაქვს, რომ საგარეო საქმეთა სამინისტრო და ჩვენი შესაბამისი უწყებები ძალიან სწრაფ, დროულ და შესაბამის რეაგირებას მოახდენენ ასეთი ტიპის ფაქტებზე, რომელიც ბუნებრივია სამართლებრივ ლეგიტაციას არის მოკლებული”, – აღნიშნა ბესელიამ.
შეგახსენებთ, რომ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დეფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრი დიმიტრი მედოევი იტალიაში, პეზაროს თანამედროვე ხელოვნების გალერეაში ოსური ხელოვნების კვირეულის გახსნაზე დასასწრებად ჩავიდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები