„რადას დეპუტატი – სააკაშვილს სურს, ძალაუფლება ხელში ნებისმიერ ფასად ჩაიგდოს

უკრაინის რადას დეპუტატის, არტურ გერასიმოვის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის და მისი მომხრეების მიზანი უკრაინაში მასშტაბურ დესტაბილიზაციის მოწყობა და ძალაუფლების ხელში ჩაგდებაა.
გერასიმოვმა ამის შესახებ პარლამენტის ტრიბუნაზე გამოსვლის დროს ისაუბრა: „მე სულ უფრო ვრწმუნდები, რომ არც სააკაშვილი და არც მისი მომხრეები მიზნად არ ისახავენ იმ მოთხოვნების დაკმაყოფილებას, რომლებიც მათ წამოაყენეს. მათი ნამდვილი მიზანი-ეს უკრაინაში მასშტაბური, რეალური დესტაბილიზაციის მოწყობა და ნებისმიერ ფასად ძალაუფლების ხელში ჩაგდებაა. მე დავდგები ყველა იმ ადამიანის წინააღმდეგ, რომელიც ჩვენი ქვეყნის შიგნიდან დანგრევას ცდილობს.“
აგრეთვე, დეპუტატმა მოუწოდა მომიტინგეებს შეწყვიტონ პარლამენტის ბლოკირება, რადგან ასეთი ქმედებები არ არის სწორი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები