„როგორც პედაგოგებს, ასევე ბავშვებს არ აქვთ გააზრებული თუ რა არის ძალადობა”

გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელმა, მაია ქურციკიძემ, პორტალ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრეკონფერენციაზე იმ მონიტორიგის შედეგებზე ისაუბრა, რომელიც სახალხო დამცველმა „გარემოს ბავშვთა ფონდის” მეშვეობით, ბავშვთა მიმართ ძალადობასთან დაკავშირებით ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში ჩაატარა.
„მონიტორინგი 2016-2017 წლებში ჩატარდა, რათა შესწავლილიყო თუ რა მდგომარეობაა საქართველოში ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში, აქ მოსაზრება, როგორც კერძო, ისე საჯარო სკოლები.
სახალხო დამცველის წარმომადგენლები სულ 109 სკოლაში შევიდნენ, ისინი გაესაუბრნენ როგორც სკოლის თანამშრომლებს: დირექტორს, მანდატურებს, პედაგოგებს ასევე ბავშვებს. გამოიკვეთა შემდეგი რომ, საკმაოდ გავრცელებულია ბავშვთა მიმართ ძალადობა, როგორც ფსიქოლოგიური, ასევე ფიზიკური ძალადობა უფროსების მხრიდან.  ხშირია ასევე თანატოლთა შორის ძალადობა, რასაც ეძახიან ბულინგს და რაც გულისხმობს დაშინებას, ჩაგვრას, დატერორებას, მუქარას“, – განაცხადა მაია ქურციკიძემ მონიტორინგის შედეგებზე საუბრისას.
მისი განცხადებით, როგორც პედაგოგებს ასევე ბავშვებს არ აქვთ გააზრებული თუ რა არის ძალადობა.
„პედაგოგები ხშირად ურევენ ძალადობასა და დისციპლინურ ზომებს ერთმანეთში. ხშირად კლასის მართვის ფორმები არის ძალადობრივი და მათ მიაჩნიათ, რომ ეს არის დისციპლინის დამყარება. არის ფორმები: ყვირილი, თმის მოქაჩვა, საგნის ჩარტყმა, შეურაცხმყოფელი და ღირსების შემლახავი სახლებით მიმართვა. იყო ასეთი შემთხვევა რომ ბავშვი ქაღალდს აშრიალებდა და მასწავლებელმა ის ქაღალდი ბავშვს პირში ძალით ჩაუდო. ეს არის ის კონკრეტული შემთხვევა, რომელიც მონიტორინგის შედეგად გამოვლინდა, რომლის შესახებაც თავად ბავშვები საუბრობდნენ“,- განაცხადა გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელმა პორტალ „კვირას“ პრესკლუბში სტუმრობისას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები