გორში მშენებარე სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა მიმდინარეობს

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე  საქართველოს მასშტაბით ინფრასტრუქტურული სამუშაოების მიმდინარეობას სისტემატურად ეცნობა. მინისტრმა ამჯერად,  გორში მშენებარე მულტიფუნქციური, ორდარბაზიანი სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობის სამუშაოები მოინახულა.

ობიექტის სრულფასოვანი ფუნქციონირებისათვის სპორტის სასახლის მიმდებარედ   შესაბამისი ინფრასტრუქტურა კეთდება. 1 ჰა ტერიტორიაზე შიდა გზები და პარკინგი, მიწისქვეშა კომუნიკაციები,  ასევე გარე და დეკორატიული განათება, მათ შორის დასასვენებელ სივრცეები ეწყობა.  პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის მიერ ფინანსდება და მისი საერთო ღირებულება  1, 5 მილიონ ლარამდეა.

გორში, მულტიფუნქციური სპორტის სასახლის მშენებლობას სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო ახორციელებს. კომპლექსის მშენებლობა წლის ბოლოს დასრულდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები