„მონიტორინგის შედეგად გამოვლინდა მასწავლებელი, რომელმაც მოსწავლეს ყური აუწია, სანაცვლოდ, ფუნთუშები უყიდა და 10 ქულა დაუწერა”

გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელმა, მაია ქურციკიძემ საქართველოს მასშტაბით ჩატარებულ მონიტორინგის შედეგებზე ისაუბრა და მას შემაშფოთებელი უწოდა.
ქურციკიძემ ერთი შემთხვევა გაიხსენა, როდესაც მასწავლებელმა მოსწავლეს ყური აუწია, სანაცვლოდ კი 4 ფუნთუშა უყიდა და 10 ქულა დაუწერა.
ამის შესახებ მაია ქურციკიძემ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„ამიტომ სკოლებში უნდა იყვნენ სათანადო კომპეტენციის თანამშრომლები და მასწავლებლები. მონიტორინგმა გამოავლინა, რომ სკოლებში არის მასწავლებლების დაბალი კომპეტენცია. მაგალითად ძალადობა ნამდვილად არ მოიაზრება მასწავლებლისა და მოსწავლის ურთიერთობის ფორმებში. არსებობენ ისეთი მასწავლებლები, რომლებსაც ყურის აწევა ძალადობის ფორმად არ მიაჩნიათ“, – განაცხადა მაია ქურციკიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები