გურჯაანში „საქართველოს ფოსტის“ სერვისცენტრი გაიხსნა

გურჯაანის მუნიციპალიტეტში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს „საქართველოს ფოსტამ“ თანამედროვე კონსტრუქციის ცალკე მდგომი ახალი სერვისცენტრი გახსნა, სადაც ადგილობრივი მოსახლეობა თბილისში არსებული საფოსტო მომსახურების ანალოგიური სერვისების მიღებას შეძლებს.

გახსნის ღონისძიებას „საქართველოს ფოსტის“ გენერალური დირექტორი ლევან ჩიკვაიძე, კახეთის რეგიონის გუბერნატორი ირაკლი ქადაგიშვილი და გურჯაანის გამგებელი გივი გერგიძე დაესწრნენ. მათ სერვისცენტრიდან პირველი წერილები გააგზავნეს.

ფოსტის გენერალური დირექტორის, ლევან ჩიკვაიძის განცხადებით, სერვისცენტრი ადგილობრივ მოსახლეობას თანამედროვე სტანდარტების შესაბამის მომსახურებას სთავაზობს, სადაც ყველა იმ საფოსტო პროდუქტის მიღებაა შესაძლებელი, რითიც განვითარებული მსოფლიოს მოსახლეობა სარგებლობს.

დღეისთვის, ქვეყნის მასშტაბით საქართველოს ფოსტის 82 სერვისცენტრი ფუნქციონირებს, აქედან, 28 სრულად ავტომატიზირებულია და მომხმარებელს თანამედროვე, კომფორტულ მომსახურებას უწევს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები