კიევში სიტუაცია დაიძაბა – პოლიცია მომიტინგეებს მოუწოდებს სიტუაციის ესკალაცია არ მოახდინონ (ფოტოკოლაჟი)
უკრაინის შსს-ს კომუნიკაციების დირექტორის არტიომ შევჩენკოს განცხადებით, კიევში მიმდინარე აქციის მონაწილეებმა ჯებირები გაანგრიეს.
მისივე თქმით, პოლიციის კორდონის დაშლის მცდელობისას ერთმა სამართალდამცველმა და აქციის სამმა მონაწილემ მძიმე ტრავმა მიიღო.
შევჩენკოს ინფორმაციით, აქციის მონაწილეების მოქმედებამ შეტაკება გამოიწვია.
„პოლიციელები და გვარდიელები ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ კონფლიქტის ესკალაცია არ მოხდეს. ამ წუთისთვის როგორც მინიმუმ ერთი დაშავებული გვყავს“,-განაცხადა უკრაინის შსს-ს კომუნიკაციების დირექტორმა უკრაინული ტელეკომპანიის ეთერში. კანონდამრღვევთა პასუხისმგებლობასთან დაკავშირებით საუბრისას, შევჩენკო ამბობს, რომ ყველა ქმედება იქნება გაანალიზებული, დაკვალიფიცირებული და დამნაშავე პირები პასუხისგებაში მიეცემიან.
არტიომ შევჩენკოს თქმით, პოლიცია ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ სიტუაციის დასტაბილურება მოხდეს – „მოვუწოდებთ მიტინგის ყველა მონაწილეს სიმშვიდე შეინარჩუნოს“.