„საერთაშორისო გამჭვირვალობის“ ანგარიშში არაფერია ნათქვამი იმაზე, რომ რომელიმე პოლიტიკურ პარტიას ხელი ეშლება წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში შეხვედრები გამართოს “

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ შუალედური ანგარიშის კომენტირებისას, განაცხადა, რომ მმართველი გუნდი საზოგადოებასთან შეხვედრებს ექვსი საათის შემდეგ მართავს. ბაღის, სკოლის თანამშრომლებს, არქიტექტორებსა თუ ექიმებს კი კანონმდებლობა არ უკრძალავს წინასაარჩევნო შეხვედრებს, სამუშაო საათების შემდგომ ან უქმე დღეებში დაესწრონ.
მისივე თქმით, არასამთავრობო ორგანიზაციის ანგარიშში არაფერია ნათქვამი ოპოზიციური პარტიების მხრიდან დარღვევებზე.
„ოპოზიციის მხრიდან დარღვევები იკვეთება ძირითადად ოთხი მიმართულებით. პირველი – ეს არის სააგიტაციო მასალების განადგურება, მრავლობით მისამართზე, რომელიც დოკუმენტირებულია და ჩვენ გადავუგზავნეთ სადამკვირვებლო ორგანიზაციებს. არაფერია ნათქვამი ოპოზიციის მხრიდან დაფინანსებულ მადისკრედიტირებელ და დეზინფორმაციულ კამპანიაზე სოციალურ მედიაში, რაზეც ათეულობით ლინკი ჩვენ გადავუგზავნეთ სადამკვირვებლო ორგანიზაციებს. არაფერია ნათქვამი იმ ფაქტებზე, როდესაც ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები ჩართულნი არიან კანონის დარღვევით სააგიტაციო კამპანიაში და ზეწოლასაც ახდენდნენ რამდენიმე შემთხვევაში ამომრჩეველზე. ასევე, ჩვენი ოფისების მუშაობის ხელშეშლის მცდელობის რამდენიმე ფაქტს ჰქონდა ადგილი, სადაც სავარაუდოდ, ოპოზიციის მიერ მართულმა ჯგუფებმა მოაწყვეს ოფისების წინ სურათი, რომ ოფისებს მუშაობის შესაძლებლობა არ ჰქონოდათ“, – აღნიშნა თალაკვაძემ.
თალაკვაძე იმედოვნებს, რომ თითოეულ ფაქტს, რომელიც იქნება დასაბუთებული და დოკუმენტირებული სათანადო რეაგირება მოჰყვება შესაბამისი უწყებების მხრიდან. ამასთან, როგორც მან აღნიშნა, სასიხარულოა, რომ ანგარიშში არაფერია ნათქვამი იმაზე, რომ მედიასთან ხელმისაწვდომობის კუთხით, ოპოზიციას რაიმე პრობლემა აქვს, არაფერია ნათქვამი პოლიტიკური პარტიების დაფინანსებასთან დაკავშირებით, ან იმაზე რომ რომელიმე პოლიტიკურ პარტიას ხელი ეშლება თბილისში ან რეგიონებში თავისი წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში გამართოს შეხვედრები. მისივე განცხადებით, ეს მიუთითებს იმაზე, რომ ყველაფერი წესრიგშია. ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებას წინასაარჩევნოდ საგანგაშო მასშტაბებისთვის არ მიუღწევია, თუმცა რამდენიმე პრობლემური ტენდენცია იყო, მათ შორის ერთ-ერთი საბიუჯეტო ორგანიზაციების საარჩევნო პროცესებში ჩართვა, – ეს განცხადება „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ წარმომადგენელმა ლევან ნატროშვილმა წინასაარჩევნოდ ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების მონიტორინგის შუალედური ანგარიშის პრეზენტაციაზე გააკეთა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები