სემეკმა სს „თელასისა“ და სს „ენერგო პრო ჯორჯიას“ 5-წლიანი სამოქმედო გეგმები განიხილა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში (სემეკ) გაიმართა საჯარო სხდომა, სადაც კომისიამ იმსჯელა სს „ენერგო პრო ჯორჯიასა“ და სს „თელასის“ 5-წლიანი გეგმების შესახებ, რომლებიც ითვალისწინებს გრძელვადიან პერიოდში ელექტროენერგიის გამანაწილებელი ქსელის გამართულ მუშაობას, მიწოდების საიმედოობასა და უწყვეტობას, მომსახურების მაღალი ხარისხის უზრუნველყოფას, ავარიული გათიშვების მინიმუმამდე შემცირებას. აღსანიშნავია, რომ კომპანიების მიერ 5- წლიანი სამოქმედო გეგმების წარმოდგენა ახალი პრაქტიკაა და ემსახურება ქვეყნის უსაფრთხო ენერგომომარაგებას.
5 – წლიანი სამოქმედო გეგმების განხილვისას, სს „თელასისა“ და სს „ენერგო პრო ჯორჯიას“ წარმომადგენლებმა ისაუბრეს ელექტროენერგიის გამანაწილებელ ქსელში არსებული და სამომავლო (საპროგნოზო) მოთხოვნის გატარების, მიწოდებისა და დანაკარგების, გამანაწილებელ ქსელზე გენერაციის ახალი წყაროების მიერთების, კომერციული აღრიცხვის ავტომატიზებული სისტემის განვითარების, მომსახურების ხარისხის, აგრეთვე რეაქტიული სიმძლავრის კომპენსაციისა და ელექტროენერგიის დანაკარგების საპროგნოზო სიდიდეების შესახებ. რიგ საკითხებზე კომისიის შენიშვნების გასათვალისწინებლად კომპანიებს ერთ თვიანი ვადა მიეცათ.
R

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები