ვენაში ეუთოს ეკონომიკური და გარემოსდაცვითი განზომილების განხორციელების 2017 წლის სესია გაიმართა

ვენაში ეუთოს ეკონომიკური და გარემოსდაცვითი განზომილების განხორციელების (EEIDM) 2017 წლის სესია – „ცნობიერების ამაღლება გარემოს დაცვასა და უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ გამოწვევებზე“ გაიმართა.

სესიაზე სიტყვით გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს უფროსი ნინო გოხელაშვილი გამოვიდა. მან ყურადღება გარემოს დაცვისა და უსაფრთხოების საკითხების ურთიერთკავშირის; საქართველოში კლიმატის ცვლილების, როგორც ერთ-ერთი მთავარი გამოწვევის საპასუხოდ განხორციელებული და მიმდინარე ქმედებების; ცნობიერების ამაღლების მნიშვნელობის და საკითხთან დაკავშირებით, ეუთოს როლის შესახებ გაამახვილა.

შეხვედრაში ეუთოს მონაწილე სახელმწიფოების მთავრობებისა და საელჩოების, მათ შორის მაღალი რანგის  წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. ასევე ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის, ეუთოსთან თანამშრომლობის პარტნიორობის და ეუთოს წარმომადგენლები.

შეხვედრის მიზანია ეუთოს ეკონომიკური და გარემოსდაცვითი განზომილების ვალდებულებების განხორციელების მიმოხილვა და მონაწილე სახელმწიფოებს შორის თანამშრომლობისა და დიალოგის ხელშეწყობა ეკონომიკური და გარემოსდაცვითი მიმართულების ძირითად საკითხებთან დაკავშირებით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები