ირაკლი კობახიძე: ქუთაისში პარლამენტის შენობას სასწრაფო რეაბილიტაცია სჭირდება

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ქუთაისში პარლამენტის შენობა სასწრაფო რეაბილიტაციას საჭიროებს.
ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ შენობის გარდა რეაბილიტაცია პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიასაც სჭირდება.
„თქვენ ყველა ხედავთ, რა მდგომარეობაშია ქუთაისის შენობა, რა მდგომარეობაშია მისი მიმდებარე ტერიტორია. ნამდვილად არ არის სახარბიელო ვითარება. სამწუხაროდ, შენობაში წყალი ჩამოდის, შესაბამისად, საჭიროა შენობის დაუყოვნებლივ რეაბილიტაცია, მათ შორის, გადახურვის – შუშის კონსტრუქციის რეაბილიტაცია. ძალიან მნიშვნელოვანია ასევე მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა. ეს უნდა გაკეთდეს არა მხოლოდ პარლამენტისთვის, ეს პარკი მოემსახურება ქუთაისის მოსახლეობას”,- განაცხადა კობახიძემ.
რაც შეეხება პარლამენტის შენობას თბილისში, ირაკლი კობახიძის თქმით, ერთ-ერთი ფლიგელი საჭიროებს რეაბილიტაციას.
„იქ მოეწყობა ახალი სივრცეები, მათ შორის საკონფერენციო. სხვადასხვა ტიპის საქმიანობა შეიძლება იქ განხორციელდეს”, – დასძინა კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები