პარლამენტი ახალ სახალხო დამცველს, სავარაუდოდ, ნოემბერში აირჩევს – რას აცხადებს ირაკლი კობახიძე

პარლამენტი ახალ სახალხო დამცველს, სავარაუდოდ, ნოემბერში აირჩევს, – ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განუცხადა.
მისივე განმარტებით, ჯერჯერობით აქტიური კონსულტაციები ამ საკითხთან დაკავშირებით არ ყოფილა.
„უახლოეს დღეებში დაიწყება კონსულტაციები. ნოემბრისთვის დასახელდება კანდიდატი და სავარაუდოდ, უკვე ნოემბერში იქნება არჩეული ახალი სახალხო დამცველი”,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას, რომ სახალხო დამცველის პოსტზე თამარ ქალდანის კანდიდატურა განიხილება, კობახიძის თქმით, ამ ეტაპზე ვერაფერს იტყვის, თუმცა ქალდანს დიდ პატივს სცემს და ის კარგი სახალხო დამცველი იქნებოდა.
„ამ ეტაპზე ვერაფერს გეტყვით, რაც შეეხება ქალბატონ თამარ ქალდანს, მე მას დიდ პატივს ვცემ, ის იქნებოდა ძალიან კარგი სახალხო დამცველი, თუმცა ჯერჯერობით კონსულტაციები ამ საკითხზე არ გვქონია მმართველ გუნდში”, – აღნიშნა კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები