ლადო ბოჟაძე: ჩვენთვის მნიშვნელოვანია არჩევნების პროცესი და არა შედეგი

„ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ყველა პროცედურა კანონის დაცვით მოხდეს, ჩვენთვის მნიშვნელოვანია არჩევნების პროცესი და არა შედეგი“, – ამის შესახებ „სამოქალაქო საზოგადოებისა და დემოკრატიის განვითარების ცენტრის” ხელმძღვანელმა, ლადო ბოჟაძემ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, მეორე ტური გარკვეულ უბნებში მოსალოდნელია, რადგან ბარიერი ძალიან მაღალია. „არ ვფიქრობ, რომ დარჩენილ პერიოდში რაიმე სერიოზულ დარღვევას ქონდეს ადგილი. კენჭისყრის დღეს შეიძლება ვინმეს ჰქონდეს სურვილი რომელიმე პარტიის, თუ კანდიდატის სასარგებლოდ რაიმე ფორმით კანონდარღვევა ჩაიდინოს და გამოიყენოს ეს დღე, მაგრამ სწორედ ამიტომ ვართ ჩვენ, სამოქალაქო სექტორი და საქართველოში არ დარჩება ადგილი, სადაც ჩვენ და ჩვენი პარტნიორები არ ვიქნებით წარმოდგენილნი.
ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ყველა პროცედურა კანონის დაცვით ჩატარდეს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, არჩევნების პროცესი და არა შედეგი. ბუნებრივია, ახლაც არსებობს მეორე ტურის მოლოდინი. სწორედ იმიტომ, რომ ბარიერი ძალიან მაღალია. მე ვფიქრობ, რომ ბევრ საარჩევნო ოლქში იქნება მეორე ტური, მაგრამ სწორედ ეს არის დემოკრატია, რომ საზოგადოებას მიეცეს საშუალება, ვისაც უნდა იმას ანდოს დედაქალაქი“, – განაცხადა ლადო ბოჟაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები