ლადო ბოჟაძე: საუბნო – საარჩევნო კომისიებთან მიმართებაში არადამაკმაყოფილებელი სურათი გვაქვს

“სამოქალაქო საზოგადოებისა და დემოკრატიის განვითარების ცენტრის” ხელმძღვანელმა, ლადო ბოჟაძემ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენცია გამართა, სადაც მან აღნიშნა, რომ მისი არასამთავრობო ორგანიზაცია, მთელი ქვეყნის მასშტაბით, 350-ზე მეტი დამკვირვებელით იქნება წარმოდგენილი.
მისივე თქმით, დაკვირვების შედეგად, საუბნო – საარჩევნო კომისიებთან დაკავშირებით, დამატებითი ტრენინგის საჭიროება გამოიკვეთა.
„350-ზე მეტი დამკვირვებელი გვეყოლება მთელი ქვეყნის მასშტაბით საარჩევნო უბნებზე. გრძელვადიანი დაკვირვების შედეგად, პირველ რიგში უნდა ითქვას, რომ ჩვენი ორგანიზაცია კომისიის წევრების ტრენინგებს აკვირდებოდა როგორც საოლქო, ისე საუბნო დონეზე.
საოლქო – საარჩევნო კომისიების ტრენინგებმა ორგანიზებულად ჩაიარა და გადამზადებულები მზად არიან შესაბამისად ჩაატარონ არჩევნები.
საკმაოდ არადამაკმაყოფილებელი სურათი გვაქვს საუბნო- საარჩევნო კომისიებთან მიმართებაში. პირველი ეს არის არდასწრება ტრენინგებზე. რაც ყველაზე მთავარია შეჯამებისას გამოიკვეთა დამატებითი ტრენინგების აუცილებლობა, და კიდევ ერთხელ გვინდა რეკომენდაციით მივმართოთ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას შემოიღონ საუბნო კომისიის წევრებისთვისაც არასავალდებულო, მაგრამ სასურველი სერტიფიცირება.
მთელი წლის განმავლობაში შეეძლოთ მოქალაქეებს საოლქო – საარჩევნო კომისიებში გაევლოთ გამოცდები და მიეღოთ სერტიფიცირება ერთის მხრივ, ეს იქნება სამართლიანი და პროფესიული კრიტერიუმი იმისათვის, რომ საოლქო – საარჩევნო კომისიებმა აირჩიონ 6 წევრი, რომ იცოდნენ ნამდვილად კომპეტენტური ხალხია.
2017 წლის არჩევნების შემდეგ იცვლება საარჩევნო კომისიების დაკომპლექტების წესი, საარჩევნო კომისიის 13 წევრის მაგივრად იქნება 12 წევრიანი და აქედან 6-სს პოლიტიკური პარტიები დანიშნავენ, ამიტომ, პარტიებსაც დასჭირდებათ პროფესიონალი კადრების რესურსი“,-აღნიშნა ლადო ბოჟაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები