ირაკლი კობახიძე: მნიშვნელობა არ აქვს, ვინ მოაწერს ხელს საკონსტიტუციო ცვლილებებს, მთავარია, რომ ის აუცილებლად შევა ძალაში

პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, პრეზიდენტმა საკონსტიტუციო ცვლილებებზე ხელი ერთი კვირის ვადაში უნდა მოაწეროს.
ირაკლი კობახიძის განმარტებით, საკონსტიტუციო ცვლილებებს თუ ვინ მოაწერს ხელს არსებითი მნიშვნელობა არ აქვს.
„პრეზიდენტს აქვს ვადა კიდევ ერთი კვირა, თუმცა ეს არის ტექნიკური საკითხი. არსებითი მნიშვნელობა არ აქვს იმას, თუ ვინ მოაწერს ხელს საკონსტიტუციო ცვლილებებს. მთავარია, რომ ის აუცილებლად შევა ძალაში მას შემდეგ, რაც გავა რამდენიმე დღე და დასრულდება შესაბამისი ფორმალური პროცედურები”,- განაცხადა კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები